fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ტყუპი და-ძმა რამდენიმე წუთის შუალედით, სხვადასხვა წელს დაიბადა

კალიფორნიაში, ქალაქ გრინფილდში ახალი წლის ღამეს ტყუპი დაიბადა. ამაში რა უნდა იყოს უცნაური, თუმცა საქმე ისაა, რომ ახალშობილები 15-წუთიანი შუალედით მოევლინენ ქვეყანას და ეს 15 წუთი ზუსტად ძველი და ახალი წლის გასაყარს დაემთხვა, შესაბამისად, ბავშვები სხვადასხვა წელს დაიბადნენ. ამის შესახებ „ნიუ-იორკ პოსტი“ იუწყება.

ტყუპის დედას მშობიარობა ახალი წლის შემოსვლამდე ცოტა ხნით ადრე დაეწყო. პირველი ტყუპისცალი ქვეყნიერებას 31 დეკემბერს, 23:45 საათზე მოევლინა, მეორე კი 2022 წლის დადგომისთანავე.

ბავშვებს ალფრედო ანტონიო (Alfredo Antonio) და ეილინ იოლანდა (Aylin Yolanda) დაარქვეს. ალფრედოს წონა დაბადებისას 6 ფუტი და ერთი უნცია იყო (დაახ. 2,75 კგ), ეილინის კი –  5 ფუტი და 14 უნცია (დაახლ. 2,67 კგ).

სამშობიაროს ფეისბუქგვერდზე ნათქვამია, რომ პირველად ალფრედო დაიბადა, შემდეგ კი – ეილინი.

ალფრედოს და ეილინის მშობლებს  – ფატიმა მადრიგალს (Fatima Madrigal) და რობერტ ტრუხილიოს (Robert Trujillo) ახალშობილი ტყუპის კიდევ სამი შვილი ჰყავთ – 2 გოგონა და ერთი ბიჭი.

ბავშვების დედა ამბობს, რომ ძალიან უცნაური განცდაა, როდესაც ტყუპიდან ერთი შვილი სხვა წელს, თვეს და დღეს არის დაბადებუილი, მეორე კი – სხვა წელს, თვეს და დღეს.

ექიმების ცნობით, დედა და ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close