მსოფლიო რეკორდი – ცოლ-ქმარმა სახლში 444 ნაძვის ხე დადგა (ვიდეო)
გერმანელმა წყვილმა საკუთარ სახლში 444 საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე დადგა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 55 წლის თომას იერომინს (Thomas Jeromin) და მის მეუღლეს სუზანას, რომლებიც ქალაქ რინტელნში (ქვემო საქსონია) ცხოვრობენ, შობა-ახალი წლის დღესასწაულები ძალიან უყვართ და შესაბამისადაც შეხვდნენ.
მათი ბინის ფართობი 100 კვ.მ-ია და როგორც ცოლ-ქმარი ამბობს, ერთადერთი ოთახი, სადაც ნაძვის ხე არ დგას, აბაზანაა.
მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად მათ 500 ყუთი დეკორაცია და 72 ათასი ბურთი გამოიყენეს, ნაძვის ხეების გაფორმებას კი ოთხ თვეს მოუნდნენ. აღსანიშნავია, რომ 444 ნაძვის ხიდან ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია; ყველაზე მაღალი ნაძვის ხე 3,5 მ-ია და ჭერზეა ჩამოკიდებული.
წინა რეკორდიც, სხვათა შორის, ამ ოჯახს ეკუთვნის. შარშან მათ 420 ნაძვის ხე დადგეს და მორთეს, თანაც დეკორაციები მუდმივად ერთნაირი როდია – მათ ყოველ წელს ცვლიან. თომას იერონიმის თქმით, ახლა მათ ნაძვის ხეებზე მუდმივად ანთია 47 ათასი ნათურა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები