fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ახალი წლის ღამეს საფრანგეთში 874 ავტომობილი დაწვეს

საფრანგეთში ახალი წლის ღამეს ასეულობით ავტომობილი დაწვეს. როგორც მედია იუწყება, მანქანების დაწვა, ფაქტობრივად, ყოველწლიურ მოვლენად იქცა. 

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის ინფორმაციით, დამწვარია 874 ავტომობოლი. ქვეყანაში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დაახლოებით 380 კი დააპატიმრეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს რიცხვი 2019 წელთან შედარებით გაცილებით დაბალია.

საახალწლო ზეიმის დროს მობილიზებული იყო დაახლოებით 95 000  ჟანდარმი, მათ შორის, 32 000 მეხანძრე და უსაფრთხოების პერსონალი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close