კინო/ფილმებიარტისტი

„ტირილს ვერ ვიკავებდი“ – „ტიტანიკის“ „მგზავრების“, ჯეკის და როუზის გულამაჩუყებელი შეხვედრა

ლეგენდარული ფილმის „ტიტანიკის“ პერსონაჟებმა ჯეკმა და როუზმა ათეულობით წლების მანძილზე შეინარჩუნეს პოპულარობა, მათი როლების შემსრულებლებმა ქეით უინსლეტმა და ლეონარდო დიკაპრიომ კი – მეგობრობა. 

ორი ოსკაროსანი მსახიობი 3 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად ლოს-ანჯელესში შეხვდა. როგორც ქეითი ამბობს, ისინი კორონავირუსის პანდემიის გამო ვეღარ ხვდებოდნენ, რადგან მოგზაურობა საკუთარი ქვეყნების დატოვება არ შეეძლოთ.

„ტირილს ვერ ვიკავებდი. ნახევარი ცხოვრებაა ვიცნობ! საქმე ის კი არაა, რომ მე ნიუ-იორკში აღმოვჩნდი, ან ის იყო ლონდონში და შანსი გვქონდა, რომ ერთმანეთს სადილად, ან ყავის დასალევად შევხვედროდით.  ჩვენ ხომ ჩვენი ქვეყნების დატოვების საშუალება არ გვქონდა. მრავალი მეგობრის მსგავსად მთელ მსოფლიოში ჩვენც ერთმანეთი კორონავირუსის გამო გვენატრებოდა. ის ჩემი უახლოესი მეგობარია. ერთმანეთთან ცხოვრებით ვართ დაკავშირებულები“, – თქვა ქეით უინსლეტმა The Guardianთან საუბრისას.

მსახიობებმა პირველად 1997 წელს გადაღებულ Titanicში ითამაშეს ერთად, შემდეგ იყო კიდევ ერთი ფილმი 2008 წელს – Revolutionary Road.

„იცით, რომ ლეო ახლახან 47 წლის გახდა? მე [ტიტანიკის] გადაღებებზე 21 წლის შევსრულდი, ის კი – 22 წლის“, – გაიხსენა ქეით უინსლეტმა გამოცემასთან ინტერვიუში.

ლეგენდარული ფილმის „ტიტანიკის“ გადაღებიდან 25 წელი გადის. ამ ხნის განმავლობაში ფილმმა მსოფლიო აღიარება და 11 ოსკარი მოიპოვა. „ტიტანიკი“ იმ პერიოდისთვის ყველა დროის ყველაზე მაღალბიუჯეტიან ფილმად ითვლებოდა – მისი გადაღება 200 მილიონი აშშ დოლარამდე დაჯდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close