fbpx
მედიცინა

„ომიკრონი, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას… კაუნტდაუნი დაიწყო…“ – რას გვირჩევს ქართველი ექიმი გერმანიიდან

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ „კაუტდაუნი“ (უკუათვლა)  დაიწყო და კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“, სავარაუდოდ, პანდემიას დაასრულებს. იგი თანამემამულეებს საყურადღებო ინფორმაციას აწვდის. 

„არ შემეძლო ეს ინფორმაცია არ გამეზიარებინა მათთვის, ვინც რეალურად აფასებს სიტუაციას და სჭირდება მეცნიერულად დასაბუთებული რჩევა!

კაუნტდაუნი  დაიწყო…

ომიკრონი, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას…!!  ეს ნიშნავს, 2022 წლის ბოლოს ყველა ცოცხალ ადამიანს ექნება იმუნიტეტი!

კატეგორია 1: ვაქცინირებული

კატეგორია 2ა: სრულად გამოჯანმრთელებული >>ვაქცინირებული (უმეტესწილად)

კატეგორია 2 ბ :  ლონგ-კოვიდი, პოსტ-კოვიდი (ბედნიერია ვინც არ იცის ეს ორი მდგომარეობა რას ნიშნავს) >>არავაქცინირებული (უმეტესწილად)

კატეგორია 3: გარდაცვლილი >>არავაქცინირებული (უმეტესწილად) მილიარდობით ადამიანია უკვე აცრილი და არანაირი განსაკუთრებული გართულება mRNA ვაქცინების არ გამომჟღავნებულა. ასე რომ არც ერთი სერიოზული და მეცნიერულად გამართლებული არგუმენტი ვაქცინაციის წინააღმდეგ აღარ არსებობს!! მეცნიერება აქაც იმარჯვებს! მარცხდებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მეცნიერების წინააღმდეგ ილაშქრებენ, თავს იღუპავენ და სხვასაც ღუპავენ!

მე-2ა კატეგორიაში მოხვედრა გაცილებით გაუადვილდებათ ვაქცინირებულებს. ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბარი უკვე უხერხულია და აღარც ვაპირებ. პოპულისტ ფანატიკოსებთან დღევანდელ დღეს დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის. პრობლემა ის არის, რომ სწორედ ეს კატეგორია გადაავსებს კლინიკებს და ჩამოშლის სამედიცინო სისტემას, რაც უკვე წლის დასაწყისში შეიძლება მოხდეს. ეს რეალური პროგნოზი და არა წინასწარმეტყველებაა! ამიტომ დღეს ბუსტერის აუცილებლობას მინდა ხაზი გავუსვა!!!  mRNA-ვაქცინების მე-2 აცრიდან 15 კვირაში დაცვა მკვეთრად მცირდება, სწორედ ამიტომაც შემცირდა მე-2 აცრასა და ბუსტერს შორის ხანგრძლივობა 3 თვემდე.

ყველას, ვინც 3 თვის წინ ხართ აცრილები, სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!

სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!

სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!

სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!

აუცილებელია ვაქცინაციის ცენტრების დახმარება და ვაქცინაციის დაჩქარება.  პირველადი ჯანდაცვის რგოლი კიდევ ერთხელ საჭიროებს დახმარებას!!

ნუ დააკავებთ საწოლებს კლინიკებში პაციენტებით, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ! მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება და ამისთვის მომზადებაა საჭირო!!

გისურვებთ ჯანმრთელობას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას!!! თქვენი ჯანმრთელობა თქვენ ხელთაა, ნაწილობრივ მაინც!!

P.S: პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე:
1. ბუსტერი საჭიროა გადატანიდან ან მე-2 აცრიდან 3 თვეში
2. არა აქვს მნიშვნელობა კოვიდ-მდე იყავით თუ არა აცრილები ბუსტერი საჭიროა გადატანიდან 3 თვეში
3. არა აქვს მნიშვნელობა რომელი ვაქცინით ხართ აცრილები, ბუსტერი საჭიროა მე-2 აცრიდან 3 თვეში

4. არა აქვს მნიშვნელობა რომელი ვაქცინით ხართ აცრილები, ბუსტერი კეთდება mRNA-ვაქცინით ანუ ფაიზერით ან მოდერნათი“,- წერს თამარ ჟამურაშვილი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close