აშშ-ში „ომიკრონის“ გავრცელების გამო საშობაოდ დაგეგმილი ასობით ავიარეისი გადაიდო. უმსხვილესმა ამერიკულმა ავიაკომპანიებმა „იუნაითედ ეარლაინსმა“ და „დელტამ“ ფრენების გადადების მთავარ მიზეზად „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გამო პერსონალის დეფიციტი დაასახელა.
მათი თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ეკიპაჟის წევრების ნაწილი დაინფიცირდა, ნაწილი კი იზოლაციაშია, რადგან კოვიდ-19-ით დაავადებულ მგზავრებთან კონტაქტი ჰქონდათ.
ბოლო დღეებში აშშ-ში კორონავირუსის ახალი ვარიანტით – „პმოკრონით“ დაავადებულთა რიცხვი მკვეთრადაა გაზრდილი. როგორც „როიტერსი“ წერს, გლობალურად საშობაოდ გაუქმებული ავიარეისების რაოდენობა 2 029-ს აჭარბებს.
1tv.ge
კომენტარები