კულტურასაქართველო

„დაივიწყეთ საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი – ყურძენი, რომელიც საუკეთესო ევროპული ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება, შესაძლოა საქართველოდან იყოს“ – Daily Mail

„დაივიწყეთ საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი – ყურძენი, რომელიც საუკეთესო ევროპული ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება, შესაძლოა იყოს დასავლეთ აზიის ქვეყნიდან, საქართველოდან, სადაც, როგორც კვლევებით დგინდება, ვენახები 8000 წელია არსებობს“, – ვკითხულობთ Daily Mail-ის სტატიაში.

ავტორი წერს, რომ იტალიელმა მეცნიერებმა საქართველოში ვაზის 204 გენომი გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ის დასავლეთ აზიაში მოიშინაურეს.

„ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ყურძნის ჯიშები, რომლებიც გამოიყენება ისეთ ღვინოებში, როგორიცაა: Sauvignon Blanc-იMerlot-იChardonnay-ი და Pinot Noir-ი – სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება. ამ მოშინაურებას კი საქართველოსა და ევროპის ყურძნების ჯიშებთან შეჯვარებებიც მოჰყვა“, – წერია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ დასავლეთ აზიიდან ყურძნების სახეობები მიგრაციისა და საზღვაო ვაჭრობის გზით ევროპაშიც გავრცელდა და ეს ფაქტი ეწინააღმდეგება აქამდე არსებულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, ევროპული ღვინოები თავად კონტინენტზე არსებული ველური სახეობების ჯიშთაშორისი შეჯვარების შედეგია.

ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ნეოლითის ხანიდან დაიწყო და წერს, რომ კულტურული ვაზისა და ღვინის უძველესი კვალი აღმოჩენილია ნეოლოთური ხანის ნასახლარებში – შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაზე.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close