მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელმა „ომიკრონის“ საფრთხის გამო მოქალაქეებს აშშ-ში, თურქეთში, გერმანიასა და კიდევ შვიდ ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა

ისრაელმა „ომიკრონის“ საფრთხის გამო თავის მოქალაქეებს აშშ-ში, თურქეთში, გერმანიასა და კიდევ  შვიდ ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა. ასეთი გადაწყვეტილება ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო მიიღო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ინფორმაციით, ე.წ. წითელ ნუსხაში ასევე დაამატეს ბელგია, უნგრეთი, იტალია, კანადა, პორტუგალია, შვეიცარია და მაროკო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ახლა ქნესეთის საკონსტიტუციო კომისიამ უნდა დაამტკიცოს, რომელიც 22 დეკემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბრიდან ისრაელის მოქალაქეებს ასევე ეკრძალებათ ირლანდიაში, ესპანეთში, ნორვეგიაში, ფინეთში, საფრანგეთში, შვედეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მოგზაურობა. მანამდე, ე.წ. წითელ ნუსხაში შეიყვანეს აფრიკის 50 ქვეყანა, ასევე, დიდი ბრიტანეთი და დანია.

ამ ნუსხაში ქვეყნებიდან ისრაელში დაბრუნებულ მოქალაქეებს იზოლაციაში გადასვლა მოუწევთ. ეს ეხება სრულად აცრილ პირებსაც.

ამასთან, „ომიკრონის“ შტამის გავრცელების საფრთხის გამო უცხოელების ისრაელში ჩასვლა ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე აკრძალულია.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close