fbpx
მსოფლიო

საფრანგეთში პირველი ლედის სქესის შესახებ დიდი მითქმა-მოთქმაა: ქალია თუ კაცი? – საქმე სასამართლომდე მიდის

საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლე ბრიჟიტ მაკრონი, ქალიშვილობაში ტრონიე, აპირებს სასამართლოში უჩივლოს მათ, ვინც ჭორებს უვრცელებს, თითქოს პირველი ლედი თავიდან მამაკაცი იყო და სქესი 80-იანი წლების ბოლოს შეიცვალა.

მათი მტკიცებით, ბრიჟიტ მაკრონი ტრანსგენდერია, რადგან ბიჭად დაიბადა და ჟან-მიშელ ტრონიე დაარქვეს. ბოლო დღეებია, ჰეშთეგი #JeanMichelTrogneux საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ განხილვადი თემაა Twitter-ზე. საფრანგეთის პირველი ლედი ამ ცილისწამებას და ტრანსფობიურ მითქმა-მოთქმას მსუბუქად არ შეხვდა და სერიოზულად აპირებს, პასუხი აგებინოს მათ, ვინც ამგვარ ხმებს უვრცელებს.

როგორც გამოცემა „ლე ფიგარო“ წერს, პირველი ლედის გარემოცვას დაუკავშირდნენ და მათ დაადასტურეს, რომ ცილისმწამებელთა წინააღმდეგ ბრიჯიტ მაკრონი სასამართლოში ჩივილს აპირებს. ბრიჟიტ მაკრონის ადვოკატების თქმით, იგი უკვე ამზადებს სარჩელს.

ინფორმაცია, თითქოს პირველი ლედი ტრანსგენდერია, პირველად ჟურნალ Faits & Documents-ში გამოქვეყნდა, რომელიც კონსპიროლოგიურ წრეებთან საკმაოდ დაახლოებულად მიჩნევა.

როგორც ცნობილია, ბრიჟიტ ტრონიე ემანუელ მაკრონის ფრანგულის მასწავლებელი იყო. იგი მაკრონს 2007 წლის 20 ოქტომბერს გაჰყვა ცოლად, ამ დროისთვის ის 54 წლის იყო, ემანუელ მაკრონი კი – 30-ის. წყვილს საერთო შვილები არ ჰყავს, თუმცა ემანუელ მაკრონმა იშვილა ცოლის სამი ბავშვი პირველი ქორწინებიდან.

ბრიჟიტ მაკრონი ქალიშვილებთან ერთად 2017 წელს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე; AFP

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საჯარო სტატუსის მქონე ქალები ასეთი დეზინფორმაციის კამპანიის მსხვერპლნი ხდებიან. აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა და ახალი ზელანდიის ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი ასევე გახდნენ ცილისწამების მსხვერპლნი მათ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით.

ჯასინდა არდენი

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close