მედიცინამოგზაურობაპოლიტიკა

ევროკავშირის ტერიტორიაზე ციფრული კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადად ცხრა თვე განისაზღვრა

ევროკომისიამ დაატკიცა ახალი წესები, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატის მოქმედების ვადად 9 თვე (270 დღე) განისაზღვრა. გადაწყვეტილება ეფუძნება ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის რეკომენდაციებს, რომლის თანახმადაც, ე. წ. ბუსტერული დოზები რეკომენდებულია პირველი ვაქცინაციის ციკლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის შემდეგ.

ამასთან, ციფრული სერტიფიკატი ძალაში იქნება ექვსი თვის შემდეგ კიდევ სამი თვის განმავლობაში, რათა შესაძლებელი იყოს ვაქცინაციის ეროვნული კამპანიების კორექტირება და მოქალაქეებს ხელი მიუწვდებოდეთ გამაძლიერებელ დოზებზე.

ევროკომისიის განმარტებით, ეს წესები სამეცნიერო მონაცემებისა და ობიექტური კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე მიიღეს.

ციფრული კოვიდსერტიფიკატი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროკავშირში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ახალი წესები ევროკავშირის 27 ქვეყანაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან შევა ძალაში. ეროვნულ დონეზე ე. წ. მწვანე სერტიფიკატებთან დაკავშირებით სხვადასხვა წესის მიღებისას წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ეს რეგულაციები ევროკომისიის მიერ მიღებულ წესს შეუსაბამონ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close