კრიმინალი

რა ვერდიქტი გამოუტანეს ორ ქართველს კრიმინალური „გენერლის“,„იაპონჩიკის“ მკვლელობისთვის

ვინ არის მკვლელობის შემკვეთი, მეტსახელად „მახო“?

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ცნობილი „კანონიერი ქურდის“, ვიაჩესლავ ივანკოვის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადეს. დანაშაულში ბრალდებული ქართველების მიმართ მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი დაადგინეს. პატიმრობაში მყოფ ჯამბულატ ჯანაშიას და მურთაზ შადანიას კონკრეტულ წლებს და საბოლოო სასჯელის ზომას მოსამართლე განუსაზღვრავს. ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი ერთხმად მიიღეს.

ორივეს ბრალად ედებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდის“, ვიაჩესლავ ივანკოვის („იაპონჩიკის“) მკვლელობა.

ვიაჩესლავ ივანკოვი 2009 წლის 28 ივლისს, საღამოს 8 საათზე ტაილანდური რესტორნის გასასვლელში, მოსკოვის გზატკეცილზე მოკლეს. დანაშაული დიდი ხნის განმავლობაში გაუხსნელი რჩებოდა.

გამოძიების ცნობით, მკვლელობის შემკვეთი იყო ქართველი „კანონიერი ქურდი“ ილია სიმონია, მეტსახელად „მახო“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო კონფლიქტში „იაპონჩიკთან“.

როგორც საქმეშია ნათქვამი, „მახომ“ შეკრიბა კრიმინალების ჯგუფი აფხაზეთიდან, რომლებმაც სოლიდური ფულის სანაცვლოდ განახორციელეს ვიაჩესლავ ივანკოვის ლიკვიდაცია.

გამოძიება თვლის, რომ დანაშაულში ჯამბულატ ჯანაშიას და მურთაზ შადანიას გარდა, ასევე, მონაწილეობდნენ კახა გაზაევი, ნუგზარ პაპავა და ასტამურ ბუთბა.

primetime.ge

P. S. როგორც „ეხოკავკაზა“ წერს სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯამბულატ ჯანაშიას 15 წელი მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, თავისუფლების შეზღუდვით 1 წლის ვადით, მურთაზ შადანიას კი – 16 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თავისუფლების შეზღუდვით 1 წლის ვადით“.

ამავე საქმეზე პირველი განაჩენი მოსკოვის საველოვის სასამართლომ (Савеловский суд Москвы) მიმდინარე წლის 23 აპრილს გამოიტანა. ივანკოვის მკვლელობის  ერთ-ერთ თანამონაწილეს კახა გაზაევმას მაშინ 14 წელი მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ის დამნაშავედ ცნეს სსკ-ის მუხლებით „მკვლელობა“ და „იარაღის უკანონო ბრუნვა“. გაზაევმა აღიარა თავისი დანაშაული, ამიტომ სასამართლომ მისი საქმე განსაკუთრებული წესით განიხილა – მტკიცებულებათა შესწავლისა და მოწმეთა დაკითხვის გარეშე. ასეთ შემთხვევაში მისი სასჯელის ვადა არ შეიძლებოდა ყოფილიყო მაქსიმალური შესაძლო ვადის 2/3-ზე მეტი.

nostal.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close