კრიმინალისაზოგადოება

შვილმოკლულმა მამამ პროკურატურასთან კუბო მიიტანა

შვილმოკლული მამის პროტესტი პროკურატურასთან – მთავარ საგამოძიებო უწყებასთან მოქალაქემ კუბო მიიტანა და უვადო შიმშილობა დაიწყო. 

პოლიციამ მოქალაქეს სასახლის პროკურატურის წინ დადების უფლება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

შვილმოკლული მამა აცხადებს, რომ შოთაძის უწყებასთან კუბო პროტესტის ნიშნად მას შემდეგ მიიტანა, რაც პროკურატურამ მისი შვილის მკვლელობის საქმე თაროზე შემოდო.

საუბარია 2016 წელს მომხდარ დანაშაულზე, როცა 23 წლის ანტონ მელტონიანი მოკლეს. მამის მტკიცებით, ახალგაზრდა ბიჭს ჯერ ავტომობილი დააჯახეს, შემდეგ სახლში მივიდნენ და ტყვია შუბლში დაახალეს.

მისივე თქმით, სასტიკ დანაშაულში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავა.

შვილმოკლული მამის განცხადებით, დაპირისპირებისას მის ძმისშვილს სასტიკად გაუსწორდნენ და დაასახიჩრეს.

tvpirveli.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close