რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

კურიოზული შემთხვევა: კომპენსაციას მიიღებს დისტანციურად მომუშავე მამაკაცი, რომელიც სახლში კიბეზე წაიქცა

კურიოზული შემთხვევა მოხდა გერმანიაში – ქვეყნის ფედერალურმა სასამართლომ „სამუშაო ადგილზე უბედურ შემთხვევად“ ჩათვალა ინციდენტი, როდესაც სახლიდან დისტანციურად მომუშავე მამაკაცს კიბეზე ფეხი დაუცდა და წაიქცა. მამაკაცი დილით მეორე სართულზე მდებარე საწოლი ოთახიდან თავის სამუშაო კაბინეტში მიდიოდა პირველ სართულზე. ამის შესახებ The Independent-ი წერს.

გერმანიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამაკაცს უფლება ჰქონდა კომპენსაცია მოეთხოვა, რადგან მან ხერხემალი მაშინ დაიზიანა, როდესაც სამუშაოს შესასრულებლად მიდიოდა კაბინეტში საკუთარ სახლში.

„მოსარჩელეს უბედური შემთხვევა შეემთხვა სამუშაოზე, როდესაც დილით თავისი საშინაო ოფისისკენ მიმავალი, წაიქცა“, – განაცხადა სასამართლომ.

მამაკაცმა თავიდან თანხა დამსაქმებლის სადაზღვევო კომპანიისგან მოითხოვა, რომელმაც მისი დაზიანების სამუშაო ადგილზე მიღებულ ტრავმად განხილვაზე უარი თქვა, ამიტომ დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა. პირველი ინსტანციის სასამართლომაც უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მამაკაცმა გერმანიის ფედერალურ სასამართლოში გაასაჩივრა.

ხანგრძლივი განხილვის შემდეგ უზენაესმა ფედერალურმა სოციალურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაზარალებულს დამსაქმებელმა კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. საქმე ისაა, რომ გერმანიის კანონი შრომითი საქმიანობის დაზღვევის შესახებ ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ადამიანი არა ოფისში, არამედ სახლიდან ან რომელიმე სხვა ადგილიდან მუშაობს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close