იტალიასაზოგადოება

იტალია: აგრიჯენტოში ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, 2 ადამიანს ეძებენ

იტალიაში მაშველებმა 36-საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად კიდევ 4 გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, 2 დაკარგულს ისევ ეძებენ. ამრიგად, სიცილიაზე, აგრიჯენტოს რაიონში, რავანუზაში 11 დეკემბერს, გვიან გაზის აფეთქების შედეგად შენობების ნგრევამ, სულ მცირე, 7 ადამიანი შეიწირა. 2 ქალი გადარჩა, ისინი ნანგრევებიდან მალევე ამოიყვანეს.

ბოლო საათებში ნაპოვნ  4 გარდაცვლილს შორის ახალგაზრდა წყვილიცააა – ჯუზეპე კარმინა და სელენე პალიარელო. ისინი ჯუზეპეს მშობლებთან – ანჯელო კარმინასა და ენცა ძაგარიოსთან იყვნენ სტუმრად, რომლებიც დანგრეული შენობის მესამე სართულზე ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ შენობა 5 დღით ადრე სპეციალურმა კომისიამ შეამოწმა და დაასკვნა, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

ჯუზეპე და სელენე აპრილში დაქორწინდნენ. სელენე აგრიჯენტოს საავადმყოფოში მედდად მუშაობდა. „ანსას“ ინფორმაციით, იგი ფეხმძიმედ იყო და ბავშვი მალე უნდა დაბადებულიყო.

მუნიციპალიტეტმა დანგრეული შენობების მცხოვრებ 100-მდე ადამიანს დროებითი თავშესაფარი მიუჩინა.

ტრაგედიის მიზეზებს იკვლევენ. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება დიდი რაოდენობით გაზის დაგროვებამ გამოიწვია, ვარაუდობენ, რომ გაზსადენის მილი უამინდობამ ან მეწყერმა დააზიანა, ხოლო აირი მიწის ქვეშ ან დახურულ სივრცეში დაგროვდა და აფეთქება შესაძლოა ლიფტის მოძრაობასაც გამოეწვია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close