არტისტი

საქართველოში დაბრუნებული სოფო ნიჟარაძე სცენასაც უბრუნდება

ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, მომღერალი სოფო ნიჟარაძე სცენას უბრუნდება. „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ მის ფოტოს 3700-მდე მოწონება და გახარებული თაყვანისმცემლების კომენტარები მოჰყვა, რომლებიც იწონებენ მომღერლის სცენაზე დაბრუნებას.

„The Queen is Baaaaack… როგორ გამიხარდა, როგორ“ – წერს ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, natiamargiani9.

სოფო ნიჟარაძე ბოლო 2 წელი ამერიკაში ცხოვრობდა, სადაც გასული წლის 2 ივნისს გოგონა – ელის მარია შეეძინა. იგი საქართველოში ოქტომბერში დაბრუნდა შვილთან ერთად. სოფო ბავშვის მამის ვინაობას არ ამხელს, თუმცა ელის მარიას გვარმა (სააკაშვილი) განუმტკიცა ეჭვი, რომ იგი მიხეილ სააკაშვილის შვილია. სოფო ნიჟარაძე ელის მარიას ფოტოებს ან ვიდეოებს ძალიან იშვიათად აქვეყნებს სოციალურ ქსელში და თან ისე, რომ ბავშვის სახე არ ჩანს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze)

როგორც ჩანს, მომღერალს სცენაზე ძალიან მალე, სავარაუდოდ, საახალწლო კონცერტზე ვიხილავთ.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close