მედიცინასაქართველო

ქუთაისში სიმსივნის მკურნალობა ულტრათანამედროვე მეთოდებით ჩატარდება – როდის მიიღებს ადრონული თერაპიის ცენტრი პირველ პაციენტებს?

ბელგიაში €40 მლნ-ის ციკლოტრონებს უკვე ამზადებენ

ფონდი „ქართუ“ €40 მლნ-ის ციკლოტრონებს ქუთაისის უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრს აჩუქებს.

ბელგიური ტექნოლოგიური კომპანია IBA, „ქართუ ფონდის“ დაკვეთით, საქართველოსთვის ადრონული თერაპიის აპარატებს – ციკლოტრონებს ამზადებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ციკლოტრონების აღჭურვის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა და მას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

განათლების მინისტრის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, პროექტის ფარგლებში ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში ორი ციკლოტრონი განთავსდება.

„2 ციკლოტრონიდან ერთი სიმსივნით დაავადებულ პირთა მკურნალობას მოხმარდება. სამედიცინო პროცედურა ულტრათანამედროვე მეთოდით – პროტონული თერაპიით ჩატარდება. ეს პროცედურა სხივური თერაპიის ფორმაა, რომელიც ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ჯანსაღი უჯრედები კი უვნებელი რჩება. მეორე ციკლოტრონი კი მთლიანად იქნება განკუთვნილი სამეცნიერო-კვლევითი პროცესებისთვის სამედიცინო ფიზიკაში, ბირთვულ ფიზიკასა და ონკოლოგიაში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ საზღვარგარეთიდან წამყვანმა მეცნიერებმა უკვე გამოხატეს დიდი ენთუზიაზმით თავიანთი სურვილი, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში. ამჟამად ციკლოტრონები გადის ტესტირების პროცესს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა, რომელიც ერთადერთი იქნება რეგიონის მასშტაბით, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება. იგეგმება საქართველოს ჩართვა პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.

ადრონული თერაპიის ცენტრი საქართველოში პირველ პაციენტს 2024 წელს მიიღებს.

IBA-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წლის 28 იანვარს შევიდა ძალაში, რაც ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებლის – Proteus®ONE solution-ის შეძენასა და გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას გულისხმობს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close