კრიმინალიქართველები უცხოეთში

საბერძნეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში 37 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა newsbeast.gr წერს.

მედიის ცნობით, დაკავებული „ქართული მაფიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხავთასია. მას კრიმინალურ სამყაროში „ლაზარეს“ სახელით იცნობენ.

როგორც გამოცემა წერს, ხავთასის წინააღმდეგ ორი გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. საბერძნეთის საგამოძიებო უწყება მას ქურდობებსა და ყაჩაღობებს ედავება. სამართალდამცველებმა მისი დაკავება რამდენიმეკვირიანი გამოძიების შედეგად მოახერხეს.

პოლიციის ცნობით, ქართველი „კანონიერი ქურდი“ ყალბი დოკუმენტებით გადაადგილდებოდა, რომელიც მას საქართველოში ჰქონდა მოპოვებული და ამის გამო მისი ვინაობის დადგენა ვერ ხერხდებოდა.

ბერძნული გამოცემის ინფორმაციით, ბაზაში იყო მისი თითის ანაბეჭდები, რადგან ის იდენტიფიცირებული იყო 2011 წელს ათენში, პირეოსში, ქალკიდასა და ლუტრაკის რეგიონებში მომხდარ ქურდობასა და ძარცვაში. იგი, ასევე, განიხილებოდა ე. წ. ბანდის ლიდერად.

2016 წელს ქართველი „კანონიერი ქურდი“ საბერძნეთში ძარცვისა და ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით გაასამართლეს და პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.

kvira.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close