fbpx
ქართველები უცხოეთში

„ათი ტკივილიანი და დარდიანი წელი დასჭირდა ჩემი რეალური მიზნის მიღწევას“ – ქართველი ექიმი იტალიიდან

არავისთვის უცხო არ არის, რომ ემიგრაციის გზა, განსაკუთრებით პირველი წლები ჩვენი თანამემამულეების უდიდესი უმრავლესობისათვის ია-ვარდით არ არის მოფენილი და დიდი ბრძოლა უწევთ ადაპტაციისა და თვითდამკვიდრებისთვის, ხოლო ძალიან იშვიათად ხდება, რომ პროფესიული კუთხით განვითარება და დასაქმება შეძლონ. ეს განსაკუთრებით რთულია იტალიაში, სადაც „სტრანიერი“ („უცხოელი“) ძნელად აღწევს მაღალ საფეხურებს, თუმცა იტალიაში, მილანში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა ლაურა ემრაშვილმა ეს შეძლო და, როგორც თავად წერს, „10 ტკივილიანი და დარდიანი წლის“ შემდეგ ისევ დაიბრუნა ექიმის პროფესია.

„ათი წელი დასჭირდა ჩემი რეალური მიზნის მიღწევას, ათი ტკივილიანი და დარდიანი წელი…
სიხარულს ვერ დავარქმევ ჩემს დღევანდელ მდგომარეობას, მაგრამ ჩემი ოჯახის, ჩემი ახლობლების სიხარულს ვუერთდები მეც!

მადლობა დიდი მოთმინებისთვის, გვერდში დგომისთვის ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს: ნიკას და ანას, ჩემს ნათესავებს, მეგობრებს, რომლებიც თავდაუზოგავად მაძალებდნენ დაწყებული საქმის დაბოლოებას!!

დღეს მე ვარ ჩემი ათი წლის წინანდელ ამპლუაში, მხოლოდ ჩემი სამშობლოს გარეთ, უცხო მიწაზე!
მადლობა უცხო ქვეყანას, იტალიას, ჩემი პროფესიის აღიარებისთვის და იტალიელი მედიკოსების გვერდში დაყენებისთვის!!!

მიყვარხართ ყველა!!“ – წერს ექიმი Facebook-ზე.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close