fbpx
მედიცინაnews

ვიაგრა ალცჰაიმერის სამკურნალოდ – ამერიკელი მეცნიერების ახალი აღმოჩენა

ამერიკელი მკვლევრები აცხადებენ, რომ ვიაგრა შესაძლოა ალცჰაიმერის სამკურნალოდ შედეგიანი აღმოჩნდეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ამერიკელი მეცნიერები დიდი ხანია, სწავლობენ ტვინის უჯრედებზე ვიაგრას მოქმედებას. მათი თქმით, პრეპარატის მოქმედება იმ ცილებს თრგუნავს, რომლებიც დემენციას იწვევენ.

მეცნიერთა ჯგუფმა კლივლენდიდან 7 მლნ პაციენტის მონაცემთა ბაზა გააანალიზა და აღმოაჩინა, რომ მამაკაცებს, რომლებიც ვიაგრას მოიხმარდნენ, ალცჰაიმერის განვითარების რისკი უფრო დაბალი ჰქონდათ.

ჟურნალი Nature Aging წერს, რომ დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, მეცნიერები კი აღმოჩენას იმედიანად უყურებენ და ამბობენ, რომ ასეთი სამუშაო საინტერესო და სტიმულის მომცემია, რადგან არსებული პრეპარატის ახალი დანიშნულებით გამოყენება უფრო სწრაფი, მარტივი და იაფია, ვიდრე სრულიად ახალი სამკურნალო საშუალების პოვნა და განვითარება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close