რატომ დგამენ დედამიწის დასალიერში, გასაიდუმლებულ ადგილას „დედამიწის შავ ყუთს“
დედამიწის დასალიერში, ავსტრალიის კუნძულ ტასმანიის ერთ მიყრუებულ ადგილას, ერთი უცნაური სტრუქტურა მსოფლიოს აღსასრულს მოესწრება და ჩაიწერს.
პროექტი, სახელად „დედამიწის შავი ყუთი“ ფოლადის გიგანტური კონსტრუქციაა, რომელიც სულ მალე აივსება მზის პანელებზე მომუშავე მყარი დისკებით; თითოეული მათგანი აღწერს და შეინახავს რეალური დროის სამეცნიერო მიღწევებსა და ანალიზებს მსოფლიოს ყველაზე დიდ პრობლემათა შესახებ.
მონოლითურ სტრუქტურაში ჩაიწერება ინფორმაცია კლიმატის ცვლილების, სახეობათა გადაშენების, გარემოს დაბინძურების, ჯანმრთელობაზე გავლენების შესახებ; თანაც ისე, რომ მომავლის საზოგადოებამ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ეს არქივი აღმოაჩინოს და ყველანაირი ცნობა მიიღოს იმის შესახებ, რა დაემართა ჩვენს პლანეტას.
„ვიდრე ჩვენი ცხოვრების სტილს დრამატულად არ შევცვლით, კლიმატის ცვლილება და ადამიანის მიერ გამოწვეული სხვა საფრთხეები ჩვენს ცივილიზაციას აღსასრულამდე მიიყვანს. დედამიწის შავი ყუთი ამ კატასტროფისკენ ჩვენ მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს ჩაიწერს. მუდმივად შეგროვდება და მომავალი თაობებისთვის უსაფრთხოდ შეინახება ასობით მონაცემთა წყება, გაზომვა და პლანეტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები“, — წერია დედამიწის შავი ყუთის ვებგვერდზე.
გააგრძელე კითხვა აქ: tasmaniaze-dadgamen-dedamiwis-shav-yuts
კომენტარები