fbpx
ქართველები უცხოეთშისპორტი

ძიუდოში ესპანეთის ჩემპიონატში ემიგრანტმა ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქრო და 3 ბრიჯაო მოიპოვეს

6 დეკემბერს მადრიდში ძიუდოში ესპანეთის ჩემპიონატი (CAMPEONATO DE ESPAÑA ABSOLUTO DE JUDO 2021) გაიმართა, რომელშიც წარმატებით გამოვიდნენ ესპანეთში მცხოვრები ქართველი ძიუდოისტები.

-100 კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (ჩემპიონატის პოსტერზე გამოსახულია სწორედ ნიკო შერა – ასე უწოდებენ მას ესპანეთში); ამავე წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე გავიდა გოჩა ქურდიანი.

-90 კგ წონით კატეგორიაში კი ჩემპიონი ტატო მოსახლიშვილი გახდა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები ქართველებმა – ილია ხაბულიანმა და გოჩა ღვაჩლიანმა მოიპოვეს.

+100 კგ წონაში მოასპარეზე დავით კევლიშვილმა მე-5 ადგილი დაიკავა.

-90 კგ:
1. ტრისტან მოსახლიშვილი
2. მედიკსონ დელ ორბე
3. ილია ხაბულიანი
3. გოჩა ღვაჩლიანი

-100 კგ:
1. ნიკოლოზ შერაზადიშვილი
2. პაბლო ნავარო
3. ალფონსო ფლორენტინო
3. გოჩა ქურდიანი

+100 კგ:
1. ვასილე გრიგორასი
2. ალეხანდრო კარერა
3. სანტიაგო ლოპესი
3. მადალინ ოპრინოიუ
5. დავით კევლიშვილი

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close