საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი მღვდლობას აპირებს?! – რა იგულისხმა მეუფე ნიკოლოზმა მე-7 საიდუმლოს აღსრულებაში

ქრისტიანობაში არსებობს სულ 7 საეკლესიო საიდუმლო. მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ამ საიდუმლოებებიდან 6 უკვე შესრულებულია.

„ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოდან ექვსი უკვე მასზე (სააკაშვილზე) შესრულებულია, მეშვიდე ჯერ ცოტა ადრეა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა დღეს პატიმარ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

„პრაიმტაიმი“ შეეცადა თავად მეუფესთან გაერკვია, კონკრეტულად რას გულისხმობდა ის, როცა განაცხადა, რომ მეშვიდე საიდუმლოს აღსრულება ცოტა ადრეა, თუმცა მიტროპოლოტთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

საეკლესიო სწავლების მიხედვით კი ეს საიდუმლოებებია:

1. ნათლისღება

2. მირონცხება

3. ზიარება

4. სინანული ანუ აღსარება

5. ზეთისცხება

6. მღვდლობა

7. ქორწინება

ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქრისტიანული წესით მონათლულია, ნათლობის დროს სრულდება მირონცხებაც. ის მაზიარებელია და დღეს, სწორედ მეუფე ნიკოლოზმა პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში, შიმშილობის მე-40 დღეს აზიარა. ცნობილია, რომ სააკაშვილს ჰყავდა მოძღვარი და აბარებდა აღსარებებს.

გარდა ზიარებისა, მეუფე ნიკოლოზის ცნობით, ექსპრეზიდენტს დღეს ზეთი აცხო და აღსრულდა მეხუთე საიდუმლო.

მეშვიდე საიდუმლო ქორწინებას უკავშირდება და მიხეილ სააკაშვილი დაოჯახებული იყო.

თუ მიტროპოლიტის განცხადებას დავეყრდნობით, სავარაუდოდ, სასულიერო პირმა სააკაშვილის მღვდლად შედგომა იგულისხმა იმ განუხორციელებელ საიდუმლოში, რომელიც დარჩა…

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close