fbpx
მიგრაციაქართველები უცხოეთში

ევროკავშირიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე გამოაძევეს

ევროკავშირიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე გამოაძევეს და სამშობლოში იძულებით დააბრუნეს.

მორიგ დეპორტაციას დაექვემდებარნენ ის პირები, რომლებიც გერმანიასა და შვედეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ.

„შემოგვიცვივდნენ სახლში, აგვყარეს, დაგვყარეს და გამოგვიშვეს“, – ამის შესახებ გერმანიიდან დეპორტირებულმა საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ mtavari.tv-ისთან საუბრისას თქვა.

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ წარმომადგენლის, ირამ ცირამუას თქმით, მიმდინარე წელს ეს 30-ე დეპორტაციაა.

„გერმანიიდან და შვედეთიდან მოხდა გაერთიანებული დეპორტაცია. დაახლოებით საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. თავშესაფრის მიზეზად ისინი ასახელებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს  თავიანთ ქვეყანაში და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ წელიწადში ეს, დაახლოებით, 30-ე დეპორტაციაა“, – თქვა ცირამუამ.

სპეცრეისის თვითმფრინავი დეპორტირებული ქართველი მიგრანტებით ბორტზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 დეკემბერს, გვიან საღამოს ჩამოფრინდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close