მიგრაციასაზოგადოება

რომის პაპი ფრანცისკე კვიპროსსა და საბერძნეთში მიგრანტების მოსანახულებლად ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე კვიპროსს ესტუმრა, სადაც ადგილობრივებს შემწყნარებლობაზე, ინტეგრაციასა და თანაცხოვრებაზე ესაუბრა. მან ვიზიტი მიგრანტების კრიზისს დაუკავშირა, რომელიც კუნძულზე მიმდინარეობს. 

კვიპროსში მიგრანტები რთულ პირობებში ცხოვრობენ. ბევრმა მათგანმა ქვეყანაში ახლო აღმოსავლეთიდან ნავებით შეაღწია.

ჟურნალისტებთან საუბრისას პაპმა განაცხადა, რომ ნანახით შეძრულია. მისი თქმით, მიგრანტები და დევნილები მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. პაპის გადაწყვეტილებით ქვეყნიდან 50 მიგრანტი იტალიაში გადავა და დროებით თავშესაფარს მიიღებს. მათ გადასვლასის ორგანიზება უახლოესი კვირის განმავლობაში მოხდება.

პაპი ფრანცისკე საბერძნეთსაც ეწვევა, სადაც კუნძულ ლესბოსზე ათასობით დევნილი ბანაკებში რთულ პირობებში ცხოვრობს.

report.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close