fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ცნობილი ტელემოძღვარი, რომელიც მაყურებელს აცრის ნაცვლად ლოცვას ურჩევდა, კოვიდით გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსერვატიული ქრისტიანული სატელევიზიო არხის, „დეისტარ ნეთვორკის“ ტელემოძღვარი მარკუს ლემბი კოვიდით გარდაიცვალა. იგი ცნობილი იყო თავისი ანტივაქსერული გამოსვლებით და მაყურებელს მოუწოდებდა, ვაქცინაციის ნაცვლად ელოცათ.

მას შემდეგ, რაც 64 წლის მარკუს ლემბი კოვიდ-19-ით დაავადდა, მისი მეუღლე არხის აქტიურ მსმენელებს მოუწოდებდა, ელოცათ, რომ მისი ფილტვები კოვიდის პნევმონიისგან გასუფთავებულიყო და ჟანგბადის დონე ყოფილიყო მაღალი და ზემოთ აეწია: „რათა შევძლოთ, იგი ჟანგბადისგან მოვხსნათ და სახლში დავაბრუნოთ“, – თქვა მან, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. მარკუს ლემბს, დიაბეტის ფონზე, მალევე დაეწყო კორონავირუსით გამოწვეული გართულებები და მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა ინფიცირებიდან რამდენიმე კვირაში. შვილმა კი, ჯონათან ლემბმა მამის დაინფიცირება „მტრის სულიერ თავდასხმად“ შეაფასა, რომელიც მარკუს ლემბის „განადგურებისკენ“ იყო მიმართული.

ცნობილი ტელემოძღვრის გადაცემაში ხშირად მონაწილეობდნენ მისი მეუღლე და შვილები.

ტელემოძღვარი კორონავირუსით საკუთარი მეუღლისგან დაინფიცირდა.

მარკუს ლემბი ცნობილ ქსელს Daystar Television Network-ს ხელმძღვანელობდა, რომელსაც კორონავირუსსა და პანდემიაზე დეზინფორმაციის გავრცელების პლატფორმასაც უწოდებენ. იგი არხის თანადამფუძნებელიც იყო.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close