მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს
სამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს.
სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ისრაელმა სამხრეთ აფრიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. წითელ სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ისრაელის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს აღნიშნულ ქვეყნებში გამგზავრებას უკრძალავს, ხოლო სამხრეთ აფრიკის რეგიონის შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს ისრაელში შესვლის უფლება აღარ ექნებათ.
გარდა ამისა, ამ ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელელებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
სამხრეთაფრიკული ვირუსის ახალი ვარიანტის გამო დიდი ბრიტანეთი საჰაერო მიმოსვლას აჩერებს სამხრეთ აფრიკასთან, ნამიბიასთან, ლესოტოსთან, ბოტსვანასთან, ესვატინსა და ზიმბაბვესთან.
„ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების სააგენტო ახალ ვარიანტს იკვლევს. მეტი მონაცემებია საჭირო, თუმცა ახლა სიფრთხილის ზომებს ვიღებთ. ხვალ შუადღიდან აფრიკის ექვსი ქვეყანა წითელ სიას დაემატება, დროებით აიკრძალება ფრენები, ხოლო ამ ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ბრიტანელებმა კარანტინი უნდა გაიარონ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
imedinews.ge
აფრიკის სამხრეთსი მდებარე 7 ქვეყნიდან იტალიაში შესვლა აუკრძალა მოქალაქეებს იტალიის მთავრობამაც. შესაბამის ბრძანებას ხელი იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანსამ მოაწერა.
იტალიაში შესვლის აკრძალვა ეხება მათ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ლესოტოში, ბოტსვანაში, ზიმბაბვეში, მოზამბიკში, ნამიბიასა და ესვატინიში (სვაზილენდი).
„ხელი მოვაწერე ახალ განკარგულებას, რომელიც იტალიაში შემოსვლას უკლრძალავს მათ, ვინც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკაში, ლესოტოში, ბოტსვანაში, ზიმბაბვეში, მოზამბიკში, ნამიბიასა და ესვატინის სამეფოში“, – დაწერა სპერანცამ Facebook-ზე.
კომენტარები