მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

დედამ და ექიმებმა თვალებს არ დაუჯერეს, როცა ახალშობილის ხელში ეს მოწყობილობა დაინახეს

ამ საოცარმა ფოტომ ძალიან მალე მთელი მსოფლიო მოიარა. ფოტოზე აღბეჭდილია უნიკალური შემთხვევა, როდესაც ბავშვს ხელში უჭირავს რაღაც, რასაც წესით მისი ამქვეყნად მოვლინებისთვის ხელი უნდა შეეშალა.

ამერიკელმა ლიუსი ჰელეინმა, ქმართან შეთანხმებით მეორე შვილის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ორი შვილი სავსებით საკმარისია და ეფექტიანი კონტრაცეპტივის შესარჩევად ექიმთან ვიზიტი დაგეგმა.

ლიუსის გინეკოლოგმა აუხსნა, რომ არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალება საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპცია, ანუ „სპირალია“.

სპირალი 2,5 სმ-იანი T ფორმის მოწყობილობაა, რომლის მოქმედების პრინციპი სპერმის შეკავებაზეა დამყარებული – ზიგზაგოვან ტრაექტორიაზე მოძრაობით სპირალი ხელს უშლის სპერმას, საშვილოსნოს მილებში გადაადგილდეს.

გინეკოლოგმა ლიუსის 99%-იანი გარანტია მისცა, რომ არასასურველი ორსულობისგან დაზღვეული იყო.

სპირალის ჩადგმიდან 18 კვირის შემდეგ ქალი მიხვდა, რომ ბოლოდროინდელი გულისრევის შეგრძნება და თავბრუსხვევა სხვა არაფერი იყო, თუ არა ორსულობის პირველი სიმპტომები.

მეტიც, ექოსკოპიამ სპირალის კვალი ვერ აღმოაჩინა, ამიტომ ექიმებმა დაასკვნეს, რომ ის, უბრალოდ, ორგანიზმიდან გამოვარდა.

ცხრა თვის შემდეგ ლიუსიმ საკეისრო კვეთით მშვენიერი ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა, რომლის სურათებმაც მსოფლიო მოიარა. ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ ახალშობილს ხელში უჭირავს მოწყობილობა, რომელმაც პატარა დექსტერის ამქვეყნად მოვლინებას ხელი ვერ შეუშალა.

ლიუსი დარწმუნებულია, რომ ბავშვის გაჩენა ღვთის ნებით მოხდა. ამჟამად ქალს თავისი ნაბოლარას გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია, თუმცა მეოთხე ორსულობისგან თავის დასაცავად უფრო სერიოზულ საშუალებას – ნებაყოფლობით სტერილიზაციას მიმართა.

geonewest.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close