fbpx
მედიცინა

ჩაანაცვლებს თუ არა კოვიდსაწინააღმდეგო აბები ვაქცინაციას და როგორი შეფარდებაა აცრების მოცვასა და კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას შორის?

ბოლო პერიოდში ძალიან იმედისმომცემია ახალი კვლევის შედეგები კონკრეტულად ანტივირუსულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართული იქნება უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ, რადგან სხვა დანარჩენი ყველა მედიკამენტი ამა თუ იმ თანმხლებ პროცესებზემოქმედებს, რაც შემდეგ გართულებას იწვევს და არასასურველ შედეგებამდე მივყავართ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალ მედიკამენტებზე რამდენიმე კომპანია მუშაობს და მათ შორის დაწინაურებულია „მერკი“ და „ფაიზერი“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ამ სიახლეებს და ვფიქრობთ, რომ, როგორც კი იქნება ავტორიზაცია შესაფერისი, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, ჩვენც მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ მოკლე ხანში ჩვენი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ეს მედიკამენტი… თუმცა ეს მედიკამენტი არამც და არამც არ და ვერ ჩანაცვლებს ვაქცინას. ამ შეთხვევაში ჩვენთვის მთავარი გამოსავალი რჩება ვაქცინა. ამდენად, რაიმე შემთხვევაში თუ მოქალაქეს აქვს იმის მოლოდინი, რომ მედიკამენტი იქნება მალე, რაც სრულად გადაჭრის კოვიდთან დაკავშირებული გართულებების პრობლემას, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ ვაქცინირებულები დავხვდეთ ამ მედიკამენტს“, – განაცხადა გაბუნიამ.

თუ ვინმეს კიდევ დაგრჩათ კითხვები ვაქცინაციის თაობაზე, ჩახედეთ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თვალსაჩინო ცხრილს და ნათლად დაინახავთ, თუ როგორი შეფარდებაა აცრების მოცვასა და კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას შორის. მარცხენა ნაწილში მოცემულია სრულად ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებელი ზრდასრულ მოსახლეობას შორის ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში, მარჯვნივ კი – კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 14 დღის განმავლობაში 1 მლნ მოსახლეზე გაანგარიშებით.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close