fbpx
მოგზაურობაპოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეები სახმელეთო საზღვრის კვეთისას PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში უცხოეთიდან შემოდიან სახმელეთო გზით, PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სდომაზე მიიღეს.

აქამდე არსებული რეგულაციებით, საქართველოს მოქალაქეებს სახმელეთო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოედგინათ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი და, ასევე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ისიც შეგვახსენა, რომ სრულად ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვრის კვეთისას ისედაც მოხსნილი იყო PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close