რას არ გაიგებ/ფაქტები

ქალი, რომელმაც საკუთარ თავზე 3 თვის წინ იქორწინა, განქორწინდა

საკუთარ თავზე დაქორწინებული ბრაზილიელი კრის გალერა განქორწინდა. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.

გალერას განცხადებით, მას სხვა შეუყვარდა: „ბედნიერი ვიყავი, თუმცა შემდეგ განსაკუთრებული ადამიანი შემხვდა და შემიყვარდა“, – განაცხადა მოდელმა Mirror-თან ინტერვიუში.

3 თვის წინ, 33 წლის მოდელმა საკუთარ თავზე სან-პაულოში იქორწინა. ცერემონიას გალერას მეგობრები დაესწრნენ.

„კაცებმა გული ამიცრუეს, მივხვდი, რომ ისინი არ მჭირდებიან. გადავწყვიტე, მარტო ვიყო, საკუთარი დრო და ფული თავად განვკარგო. გავიაზრე, რომ ძლიერი, ზრდასრული და დამოუკიდებელი ქალი ვარ. მარტო ყოფნის ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ საკუთარი თავი მივიღე. ქორწილი ამ გააზრებისა და შიშის დაძლევის გამოხატულებაა“,– ამბობდა გალერა სექტემბერში.

მაშინ მოდელმა საქორწიlო კაბით გადაღებული ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ათასობით ქალისა და კაცისგან შეთავაზებებს იღებდა, თუმცა საკუთარ თავთან განქორწინებას არ გეგმავდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close