ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტები

კიბორჩხალების მიგრაცია – რა ასოციაციები გამოიწვია ამ შთამბეჭდავმა მსვლელობამ ქართველ FB მომხმარებელში (ვიდეო)

შობის კუნძულზე (Cristmas Island), რომელიც ავსტრალიას ეკუთვნის, მუდმივად 1600 ადამიანი და… 150 მილიონი კიბორჩხალა (CRAB) ცხოვრობს. კიბორჩხალები წელიწადში ერთხელ შთამბეჭდავ მსვლელობას აწყობენ.

ნატურალისტები წითელი კიბორჩხალას მიგრაციას ბუნების  ერთ-ერთ სასწაულს უწოდებენ. მიგრაცია 10 დღეს გრძელდება.

ეს შთამბეჭდავი მოვლენა ზამთრის სავსემთვარეობას ემთხვევა. ყოველწლიურად ამ პერიოდში 100 მლნ-ზე მეტი კიბორჩხალა ჯუნგლებიდან გამოდის და კვერცხების დასადებად ოკეანის სანაპიროსკენ მიემართება.

კუნძულის მთავრობა ერთი კვირის განმავლობაში თითქმის ყველა გზას კეტავს, „წითელ მიგრანტებს“ კი გადასავლელებს და ხიდებს უშენებს, რათა ბუნებას „გადატვირთვის“ შესაძლებლობა მისცეს.

კომენტარები ფეისბუქში:

საქართველოში ამათ 70 პროცენტს დაიჭერდა ხალხი :დ კარგ კერძებს გააკეთებდნენ.

ბასილაძე ქიტო

ესენი ვიღას უწყობენ აქციას???

აუ რამდენი ვააააართ 😄

Mari Mari

ცუდი მთავრობა ჰყავთ და სამუშაოდ მიდიან.

რა საზიზღარი დასანახია ერთად…

Archil Kikiani

მე ვფიქრობ, კიბორჩხალა არ არის ეს არსება, მეგრულად ეწოდება ღაჭაჭია, რუსულად კრაბ, კიბორჩხალას კი – რაკ…

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close