fbpx
მედიცინამსოფლიო

სავალდებულო ვაქცინაცია პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა კი არა, ადამიანების გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯი იქნება – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროპის რეგიონს წინ მძიმე ზამთარი ელოდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროპის რეგიონს წინ მძიმე ზამთარი ელოდება. ამის შესახებ ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

მისი თქმით, სასწრაფო ზომების მიღების გარეშე ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მარტამდე შესაძლოა 500 ათასით გაიზარდოს.

„რა თქმა უნდა, ვაქცინამ თამაშის წესები შეცვალა, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი არავაქცინირებული რჩება. ამიტომაც გვაქვს კერები, სადაც ვირუსი გავრცელებას აგრძელებს და ადგილობრივი და ეროვნული ჯანდაცვის სისტემებს აწვება“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა დასრულებისგან შორს არის.

კლუგემ ევროპაში ვირუსის გავრცელების მიზეზად ზამთრის სეზონი, დელტა ვარიანტის გავრცელება და ვაქცინაციის არასაკმარისი ტემპი დაასახელა. მისი თქმით, ინფიცირების შესამცირებლად, პირველ რიგში, ნიღბების გამოყენების მაჩვენებლის გაზრდა იქნება საჭირო.

გარდა ამისა, მისი თქმით სავალდებულო ვაქცინაცია ვირუსით ინფიცირების შესამცირებლად უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს, თუმცა აუცილებელია ამ საკითხზე დროულად გაიმართოს სამართლებრივი და სოციალური დებატები. კლუგეს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია დაწესდება, ეს არა პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა, არამედ ადამიანების გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯი იქნება.

როგორც ცნობილია, ავსტრიაში მომავალი წლის პირველი თებერვლიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ამის შესახებ 19 ნოემბერს ავსტრიის კანცლერმა ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close