პოლიტიკასაქართველო

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სააკაშვილის პალატაში მოთავსებაზე დასასწრებად გორის ჰოსპიტალის ტერიტორიაზე შეუშვეს მისი ადვოკატი ნიკა გვარამია, პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და სააკაშვილის დედაგიული ალასანია.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისთვის გამოყოფილი პალატა ჰოსპიტალში საკნად გადააკეთეს – ფანჯრებს გისოსები გაუკეთეს.

მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრაგაძემ შესთავაზა და ისიც დათანხმდა, თუმცა თავიდან ითხოვდა მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას „გორის ჰოსპიტალის გარდა“.

„ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში [გლდანში] და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close