მსოფლიოპოლიტიკა

ავსტრიაში 22 ნოემბრიდან საყოველთაო ლოქდაუნი დაიწყება, 1-ლი თებერვლიდან კი ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

22 ნოემბრიდან ავსტრიაში საყოველთაო ლოქდაუნი გამოცხადდება, რომელიც გავრცელდება ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე – როგორც აუცრელ, ისე აცრილ და კოვიდგადატანილ მოქალაქეებზე (14 ნოემბერს ავსტრიაში ლოქდაუნი მხოლოდ არავაქცინირებულებისთვის გამოაცხადეს). ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.

ლოქდაუნის შედეგების შეფასება 10 დღის შემდეგ მოხდება, ამასთან, მოსალოდნელია, რომ ის 22 დღეზე მეტხანს არ გაგრძელდება. როგორც შალენბერგმა განმარტა, 13 დეკემბრიდან შეზღუდვები მოიხსნება აცრილი და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მოქალაქეებისთვის და ისევ შევა ძალაში წესი 2G, რომლის თანახმადაც მეტი თავისუფლებით ისარგებლებენ  აცრილი და კოვიდგადატანილი მოქალაქეები.

„კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის სერიოზულობის გამო სხვა არჩევანი არ გვრჩება. შეზღუდვები უნდა დავაწესოთ ყველასთვის, რათა საკუთარი თავი და ჯანდაცვის სისტემა დავიცვათ. 22 ნოემბრიდან საყოველთაო ლოქდაუნი გამოცხადდება, რომელიც 10 დღის შემდეგ გაანალიზდება და 13 დეკემბერს ავტომატურად დასრულდება“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

გარდა ამისა, 2022 წლის პირველი თებერლიდან ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

„ჩვენ არ გვინდა მეხუთე ტალღა, არ გვჭირდება მეექვსე და მეშვიდე ტალღები, ვირუსი არ წავა, არამედ დარჩება“, – მოჰყავს კანცლერის სიტყვები სააგენტო AFP-ს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close