fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობა არავაქცინირებულ პირებს კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას დაუწესებს

საბერძნეთის მთავრობა არავაქცინირებულ პირებს კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას დაუწესებს. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 22 ნოემბრიდან არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები გაფართოვდება. რესტორნების გარდა შეზღუდვები ასევე ამოქმედდება სხვა დახურულ სივრცეებში, მათ შორის, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებსა და სპორტულ დარბაზებში.

ახალი ზომები ნიშნავს, რომ არავაქცინირებული ზრდასრულები ვერ შეძლებენ დახურულ ობიექტებში შესვლას მხოლოდ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენით.

გარდა ამისა, საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვიტა, 60 წელზე უფროსი ადამიანებისთვის კოვიდპასპორტების მოქმედების ვადა 7 თვით განსაზღვროს, რათა ვაქცინის მესამე დოზის მიღება დააჩქაროს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close