ქართველები უცხოეთშიიტალია

რეჯო კალაბრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

2021 წლის 18 ნოემბერს (ხუთშაბათს) ქ. ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ერთი დღით ეწვევიან რეჯო კალაბრიას.

საკონსულოს წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს (ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის განახლება, საქართველოს მოქალაქის რეგისტაცია, ელექტრონული პირადობის მოწმობის განახლება, მომზადებული ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის გატანა) ასევე ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას საკონსულო და სხვა სამართლებრივ საკითხებზე.

მოქალაქეთა მიღება იწარმოებს: 10:00-იდან 15:00 სთ-მდე

მისამრთი: Chiesa ortodossa di San Paolo dei Greci.

ქუჩის მისამართი: Via dei Santi Itali-Greci, snc, Reggio Calabria ( Viale Calabria IPERCOOP უკან).

მოქალაქეების მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 0809189650, 0809189652 (სამუშაო დღეებში 15:00-17:00 სთ).

მოქალაქეთა მიღება წარიმართება ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და იტალიაში არსებული წესების შესაბამისად!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close