fbpx
მედიცინაჯანმრთელობა

პარკინსონის სამი ადრეული ნიშანი ხმასა და მეტყველებაში: ამერიკელი ექიმები განმარტავენ

პარკინსონის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო სიმპტომი ტრემორია, თუმცა არსებობს სხვა ნიშნებიც, რომლებიც კიდევ უფრო ადრე ვლინდება და შესაძლოა პარკინსონის დაავადებაზე მეტყველებდეს, წერს გამოცემა Daily Rxpress-ი.

აშშ-ის პაკინსონის დაავადების ასოციაციის (APDA) სპეციალისტების თქმით, გარდა მოტორული სიმპტომებისა (კანკალი, მოძრაობის შენელება და შებოჭილობა), მეხსიერების პრობლემებისა, დეპრესიისა და შფოთვისა, პარკინსონის ხშირი სიმპტომი ასევე არის ხმის ცვლილებაც.

„ხმა შეიძლება გახდეს უფრო ჩუმი, ან ჯერ გაძლიერდეს, მერე კი დასუსტდეს. შეიძლება გაქრეს ხმის სიმაღლისა და ემოციის შეგრძნება, რის გამოც ადამიანი მონოტონურად საუბარს იწყებს“, – აცხადებენ APDA-ში.

ამასთან, პარკინსონის უფრო რთული სტადიის დროს:

    • მეტყველება შეიძლება გახდეს ბევრად სწრაფი,
    • სიტყვები ერთმანეთზე მიწყობილი,
    • გაჩნდეს ენის ბორძიკი.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) განმარტებით, „პარკინსონით დაავადებულებში შესაძლოა თავი იჩინოს სხვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომების ფართო სპექტრმა“. მათ შორისაა: წონასწორობის პრობლემა, სუნის დაკარგვა და ძილის პრობლემები.

როგორც NHS-ის სპეციალისტები ამბობენ, პარკინსონით დაავადებული პაციენტების უმეტესობას სიმპტომები 50 წლის შემდეგ უჩნდებათ, თუმცა დაახლოებით ყოველი მეოცე ადამიანი პირველ ნიშნებს უკვე 40 წლის ასაკში გრძნობს.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close