მედიცინამსოფლიო

ევროპა მსოფლიოში ერთადერთი რეგიონია, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ იზრდება – ჯანმო

გასული კვირის განმავლობაში ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10%-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ევროპა მსოფლიოში ერთადერთი რეგიონია, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ იზრდება.

ორგანიზაციის ყოველკვირეული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების თითქმის 2/3 (1.9 მილიონი შემთხვევა) ევროპაში დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს.

რაც შეეხება კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ევროპაში ამ მაჩვენებლის ზრდა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით სიკვდილიანობა 4%-ით შემცირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონი 61 ქვეყანას მოიცავს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რეგიონის ქვეყნების 42%-ში კორონავირუსის შემთხვევების 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close