fbpx
კულტურასაქართველო

თბილისს UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქის, ხოლო ბათუმს მუსიკის ქალაქის წოდება მიენიჭა

თბილისი იუნესკოს კრეატიული ქალაქების ქსელის (Creative Cities Network) წევრი გახდა. აღნიშნული სტატუსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მედიახელოვნების განვითარებასა და ერთჯერადი თუ გრძელვადიანი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს. 

თბილისთან ერთად ქსელის წევრი მსოფლიოს კიდევ 48 ქალაქი გახდა. მათ შორისაა ბათუმი, რომელიც პროექტს მუსიკის მიმართულებით განახორციელებს.

იუნესკოს კრეატიული ქალაქების ქსელი 2004 წლიდან არსებობს და ამჟამად აერთიანებს მსოფლიოს 90 ქვეყნის 295 ქალაქს, რომლებიც პროექტებს ახორციელებენ მედიახელოვნების, მუსიკის, კინემატოგრაფიის, გასტრონომიის, დიზაინის, ფოლკლორისა და ხელნაკეთი ნივთების მიმართულებით.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close