fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთში 6 ნოემბრიდან არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის ახალი წესები ამოქმედდება

საბერძნეთში არავაქცინირებულ მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისების, ბანკებისა და რესტორნების მომსახურების მისაღებად კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ საბერძნეთის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საბერძნეთში კორონავირუსის 6 700 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, საბერძნეთში კორონავირუსის 754 451 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო 16 050 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა ტანოს პლევრისმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებისა და ტემპერატურის დაცემის პირობებში მეტი ზომის მიღებაა საჭირო არავაქცინირებული ადამიანების დასაცავად.

გარდა ამისა, ყველა არავაქცინირებულმა მუშაკმა სამსახურში კვირაში ორჯერ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს. ახალი ზომები 6 ნოემბრიდან ამოქმედდება.

ბოლო მონაცემებით, საბერძნეთის მოსახლეობის 60.5% სრულად ვაქცინირებულია.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close