ფსიქოლოგიარჩევები

ისწავლეთ ბედნიერების ჰორმონების გამომუშავება: ექიმი რამდენიმე წესს ასახელებს

წესები, რომლებსაც გთავაზობთ „ბედნიერების ჰორმონების“ ჭარბად გამოსამუშავებლად, ვიღაცას იქნებ ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ ისინი ნამდვილად იძლევა შედეგს

არსებობს მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო მეტი რაოდენობით გამოამუშავებინოთ თქვენს ორგანიზმს ბედნიერების ჰორმონები, აცხადებს ცნობილი ენდოკრინოლოგი და ანდროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ზუხრა პავლოვა.

ბედნიერების ოთხი ჰორმონიდან სიხარულის ყველაზე ცნობილი მოლეკულა − ენდორფინია, რომელსაც ტკივილის გაყუჩების უნარი აქვს − მსგავსად ოპიატებისა (მორფინის მსგავსი შენაერთები). ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და იწვევს ადამიანში კარგ გუნება-განწყობილებას, ბედნიერების შეგრძნებას.

დოფამინი − ტვინის მნიშვნელოვანი ქიმიური ნივთიერებაა და ბევრ სასარგებლო ფუნქციას ასრულებს. ის განაპირობებს ისეთ შეგრძნებებს, როგორებიცაა ბედნიერება, სიამოვნება, ეიფორია, მოტივაცია, კონცენტრირების, შემეცნების, დასწავლის უნარი, განსაზღვრავს ქცევას, გუნება-განწყობას, აკონტროლებს ძილს, სხეულის მოძრაობას.

სეროტონინი − ეს ჰორმონი ადამიანს აუცილებლად ესაჭიროება კარგი გუნება-განწყობის, საჭმლის მონელების, ძილის, ტვინის მუშაობისა და სწორი ცირკადული რიტმისთვის.

ოქსიტოცინი − „ჩახუტების ჰორმონი“, ორგანიზმში მაშინ იწყებს გამომუშავებას, როდესაც ადამიანი განიცდის სიყვარულს, ნდობას, სინაზეს, მადლიერებას.

როგორც ზუხრა პავლოვა ამბობს, შესაძლოა წესები, რომლებსაც ის გთავაზობთ „ბედნიერების ჰორმონების“ ჭარბად გამოსამუშავებლად, ვიღაცას ბანალურად მოეჩვენოს, „მაგრამ ისინი ნამდვილად მუშაობს. უბრალოდ დაიწყეთ მათი შესრულება“.

ექიმის თქმით, ბედნიერების ჰორმონების სინთეზს ხელს უწყობს:

  • საყვარელი მუსიკა, თქვენთვის საინტერესო კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება;
  • საკუთარი შემოქმედება − იქნება ეს ქსოვა, კერვა, ძერწვა თუ ხატვა;
  • სწავლა − იქნება ეს კულინარიის კურსები თუ უმაღლესი მათემატიკა;
  • სასარგებლო და გემრიელი საჭმელი და მისი მომზადება;
  • ახლობლებთან თბილი ურთიერთობა. ერთ-ერთი კვლევისას მეცნიერებმა მოხუცებულთა თავშესაფრისა და ბავშვთა სახლის ბინადრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად აცხოვრეს. სწავლულებმა მალევე შენიშნეს, რომ პატარებსაც და ხანდაზმულებსაც სიცოცხლე ბევრად გაუიოლდათ. ერთნი ყურადღებას იღებდნენ, მეორენი კი – ზრუნვას. ამასთან, აღმოჩნდა, რომ პატარებს ოქსიტოცინისა და სეროტონინის გამომუშავება დაეწყოთ, ხოლო მოხუცებში ამ ჰორმონებს ენდორფინიც დაემატა. ეს კი, მკვლევარების თქმით, სხვა არანაირი საშუალებით არ იყო შესაძლებელი გულ-სისხლძარღვთა თუ სხვა სისტემის დაუზიანებლად;
  • სუფთა ჰაერზე სეირნობა, განსაკუთრებით მზიან ამინდში − ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წამალია;
  • ფიზკულტურა − ყველაზე მარტივი და უბრალოც კი;
  • სიცილი. კვლევებით დასტურდება, რომ სიცილი ხელს უწყობს ავადმყოფების უსწრაფეს აღდგენასა და გამოჯანმრთელებას;
  • მასაჟი, საუნა თუ სხვა სახის აბანოებით მიღებული სიამოვნება. ამასთან, პროფესიონალის მიერ გაკეთებული მასაჟი ყველა ჰორმონს ზრდის და ადამიანს ბევრად ბედნიერად აგრძნობინებს თავს. თუ სპეციალისტთან წასვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ თავად ჩაიტაროთ მასაჟი – ფეხებზე, ხელებზე, კისერზე, დაივარცხნოთ თმა, რაც ასევე სიამოვნების მომგვრელია;
  • კოცნა და ჩახუტება − ეს არა მარტო სიხარულისა და ბედნიერების, არამედ უსაფრთხოების გრძნობასაც აჩენს, რაც ასე არ ჰყოფნით ადამიანებს დღევანდელ სტრესულ ვითარებაში. ამიტომაც ეცადეთ ხშირად ეფეროთ ახლობლებს − როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგეცემათ.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close