ჰოროსკოპი

წყვილები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, რომლებიც აუცილებლად დაშორდებიან

საპირისპირო მხარეები ერთმანეთს არ იზიდავენ

ადამიანთა ურთიერთობაში „საპირისპიროს მიზიდვის“ პრინციპი, სამწუხაროდ, ყოველთვის არ მოქმედებს. კინოსა და ლიტერატურაში ორ სრულიად განსხვავებულ პიროვნებას შორის ვნებიანი სიყვარულის ათასობით ისტორიაა აღწერილი, რომელიც ბედნიერად სრულდება, რეალურ ცხოვრებაში კი ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა და მტკიცე კავშირის დამყარება საპირისპირო ტიპაჟთან საკმაოდ იშვიათია და დიდი გამართლება შეიძლება ვუწოდოთ.

ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანთა სრული შეუთავსებლობა იმ ვარსკვლავების მდებარეობით განისაზღვრება, რომელთა გავლენის ქვეშაც ისინი დაიბადნენ. მათი მტკიცებით, არსებობს წყვილები ზოდიაქოს მიხედვით, რომლებიც დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დაშორდებიან ერთმანეთს.

ვერძისა და ლომისთვის მტკიცე და ურყევი წყვილის შექმნის შანსი ძალიან მცირეა. ექსპერტები თვლიან, რომ ამ ნიშნების წარმომადგენლების ვნებიანი სიყვარული ზუსტად პირველ კონფლიქტამდე გრძელდება. საიდუმლო არ არის, რომ ვერძს უყვარს სკანდალები და, გაბრაზებული, აუცილებლად იტყვის საზიზღარ რაღაცებს. ლომებს ურთიერთობის გარკვევა არ უყვართ და იმ შემთხვევაში, თუკი მათი მისამართით ნათქვამ საყვედურებსა და ნაკლოვანებებზე მითითებებს მოისმენენ, საქმის გარჩევას და თავიანთი პოზიციის დაცვას არ დაიწყებენ, ურჩევნიათ დაუყოვნებლივ დაემშვიდობონ პარტნიორს და „დამნაშავეს“ მეორე შანსი არ მისცენ.

კუროსა და მერწყულის წყვილს ყოველდღიური პრობლემები „ანგრევს“. ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებში, ზოგადად, ცხოვრებისა და ყოველდღიური რუტინის ხედვა სრულიად განსხვავებულია. ასე რომ, კურო ვერ ხვდება, როგორ ახერხებს მერწყული წამებში გეგმების შეცვლას, მერწყულს კი მოჰბეზრდა კონსერვატიული და სერიოზული კურო.

ითვლება, რომ ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ყველასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა, მაგრამ მორიელის შემთხვევაში მისი ეს ნიჭი უძლურია. პარტნიორი მასთან მუდმივ ემოციურ დაპირისპირებაშია, მათი ცხოვრება  ვულკანზე ცხოვრებას ჰგავს, რაც ტყუპებისთვის მიუღებელია. საპასუხოდ, დაქანცული პარტნიორი დასცინის მოწინააღმდეგის, მისი აზრით, გადაჭარბებულ ემოციურობას და ამას უკვე მორიელი აღარ მოითმენს.

მშვილდოსანი ზედმეტად დაუფიქრებელი და ენერგიულია მშვიდი, მეოჯახე კირჩხიბისთვის. ეს უკანასკნელი მისთვის, უპირველეს ყოვლისა, მგრძნობიარე, რომანტიკული, მეოჯახე ადამიანია, ის კომფორტისა და კერის სიმბოლოა. მშვილდოსანი კი ყოველთვის ახალი შთაბეჭდილებებისკენ ისწრაფვის და მზად არ არის, პარტნიორს დაუთმოს თავისი სურვილების საზიანოდ.

თევზებსა და სასწორს ვარსკვლავები ასევე არ ჰპირდებიან დიდხანს და ბედნიერად ერთად ცხოვრებას. სასწორის ნიშნის წარმომადგენელი მშვიდი და თავშეკავებულია, მაგრამ უყვარს ურთიერთობა ემოციურ და ენერგიულ ადამიანებთან,  რომლებსაც, სამწუხაროდ, თევზები არ მიეკუთვნებიან. ასეთ წყვილში სასწორის ნიშნის წარმომადგენელი საკმაოდ სწრაფად „გიჟდება“, რადგან თევზები ემოციურად უნდა „გაათრიოს“. და ეს უკანასკნელი მუდმივად იგრძნობს თავს უსარგებლოდ და მარტოსულად.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close