მსოფლიოსაზოგადოება
კოვიდ-19-ის კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია – ჯანმო
კოვიდ-19-ის კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა განაცხადა, რომელიც ყოველ სამ თვეში იკრიბება.
„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის კუთხით პროგრესი არის, არსებული სიტუაციის ანალიზის და პროგნოზის თანახმად, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“, – განაცხადეს კომიტეტში.
კომიტეტის წევრების თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია ჰიგიენის წესების გათვალისწინება, პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა, ასევე, შიდა სივრცეების განიავება.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდ-19-ის 245 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4,9 მილიონზე მეტი ადამიანი.
კომენტარები