მედიცინაჯანმრთელობა

რა არის ფტალატები, რომელთან შეხების გამო მარტო ამერიკაში წელიწადში 100 000-მდე ადამიანი კვდება

ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, რომელიც 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ფტალატების ჯგუფის ქიმიკატები ყოველწლიურად საშუალოდ 100 000 ნაადრევ სიკვდილს იწვევს. ფტალატებით ჯანდაცვისთვის მიყენებული ზარალი კი წლიურად სახელმწიფოს 47 მილიარდამდე უჯდება. ადრინდელ მონაცემებთან შედარებით, ფინანსური ზარალი გაოთხმაგებულია.

ფტალატების ოჯახის ქიმიკატებს ამერიკაში ხშირად უწოდებენ „ყოველდღიურ ქიმიკატებს“. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ფტალატები მთელ მსოფლიოში ასობით (თუ ათასობით არა) ისეთ ნივთში და საკვებშია, რომელთაც ყოველდღიურად ვეხებით, მივირთმევთ, მოვიხმართ. ფტალატები არის სხვადასხვა საკვებში (ბურღულეული, ხორცპროდუქტები, ზეთები, კანფეტები…) და სურსათის კონტეინერებში, პლასტმასის ჭურჭელში, თუ სხვა საოჯახო ნივთებში: შამპუნებში, კოსმეტიკურ ნაწარმში, სუნამოებში, სათამაშოებში, სარეცხ ფხვნილებში, წამლებში, საღებავში, ავეჯზე თუ იატაკის ზედაპირზე. ამა თუ იმ სახით ფტალატები ეტიკეტზე დაბეჭდილ შემცველობაში შემდეგი აბრევიატურით აღინიშნება: DBP, BBP, DBF, DEHP.

ფტალატების დამატება პლასტმასის ნივთებს მეტ ელასტიკურობას, გამძლეობას, გამჭვირვალობას აძლევს. ამ ტიპის ნივთიერებები იოლად გადადის გარემოში და ასევე იოლად აღწევს ადამიანის ორგანიზმში შესუნთქვით, გადაყლაპვით, ან კანზე შეხების გზით. ფტალატებს ექიმები პოულობენ შარდში, სისხლში, დედის რძეში და ორსულის სანაყოფე წყლებში.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ფტალატები ზრდასრულებში სერიოზულ ჰორმონულ ცვლილებებს იწვევს, რაც თავისთავად შემდეგ უკავშირდება რეპროდუქციასთან და ორგანიზმის იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემების კასკადს. რუბრიკაში „გალილეო“ განხილული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ორსულების ფტალატების შეხებამ შესაძლოა ბავშვებში მეტყველების განვითარების პრობლემა გამოიწვიოს. იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც უმეტესად არა შინ, არამედ რესტორნებში და კაფეებში იკვებებიან, გაცილებით მაღალი, ზოგჯერ 40 პროცენტით მეტი აღმოჩნდა ფტალატების დონე. წელს, თებერვალში გამოქვეყნებული ერთ-ერთი ნაშრომის მიხედვით, ფტალატები ჭარბ წონას, დიაბეტს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც უკავშირდება.

გააგრძელე კითხვა აქ: amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close