იტალიაპოლიტიკასაზოგადოება

იტალია: მომვლელს, რომელსაც „მწვანე საშვი“ არ ექნება, დამსაქმებლის სახლის დატოვება მოუწევს

მეურვეები და მომვლელები (იტ. ბადანტე), რომლებსაც ე. წ. მწვანე სერტიფიკატი არ ექნებათ, სამუშაოზე ვერ შევლენ და თუ დამსაქმებლის სახლში ცხოვრობენ, მაშინ მოუწევთ „საცხოვრებლის დატოვება“, – ამის შესახებ იტალიის მთავრობის მიერ პალაცო კიჯის  (Palazzo Chigi) საიტზე გამოქვეყნებულ განმარტებებშია ნათქვამი.

როგორც ცნობილია, 15 ოქტომბრიდან იტალიაში ძალაში შევიდან 21 სექტემბერს მთავრობის მიერ  მიღებული დადგენილება საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პირებისთვის „მწვანე საშვის“ სავალდებულო ფლობის თაობაზე, რომელიც ეძლევათ ვაქცინირებუ, ინფექცია გადატანილ ადამიანებს (გამოჯანმრთელებიდან 6 თვის განმავლობაში) ან 48-საათიანი ანტიგენის და 72-საათიანი PCR-ტესტების საფუძველზე, რომლებიც ფასიანია.

მომვლელებისა და დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების მეურვეების მიმართ მოთხოვნას მთავრობა ხსნის იმით, რომ იმ ადამიანის ჯანმრთელობას, რომელსაც დახმარებას უწევენ, საფრთხე არ უნდა შეექმნას.

ზოგადი წესების თანახმად, „მწვანე საშვის“ არმქონე დასაქმებულის ჩამოშორება სამუშაოდან და მისი ახალი დასაქმებულით შეცვლა შესაძლებელია 5 დღის განმავლობაში. იგივე ეხება მომვლელებსაც.

იმ შემთხვევაში, თუ მომვლელს არ აქვს „მწვანე საშვი“ („გრინ პას“) და იგი დამსაქმებელთან ერთად ცხოვრობს, დამსაქმებელს უფლება აქვს, მისი კვების და ცხოვრების ხარჯი თავის თავზე არ აიღოს, აგრეთვე, შეუჩეროს ხელფასის გადახდა. ამასთან, მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დამსაქმებლის სახლი.

„სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სწორია, არ მიეცეთ მათ ანაზღაურება და საკვები მათ მიერ სამუშაოს შესრულების შეუძლებლობის საფუძველზე“, – განმარტავენ მთავრობაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close