fbpx
სპორტი

ქართველი წყვილის ოქრო იტალიიდან

16-17 ოქტომბერს იტალიის ქალაქ მენტანაში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც საქართველოდან მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი მონაწილეობდა. მათ სპორტულ ცეკვებში შეჯიბრი ტრიუმფით დაასრულეს.

Mezzaluna Cup-ზე 7 სხვადასხვა ქვეყნის მოციგურავეებს შორის საქართველოს წარმომადგენლებმა 186.78 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს. მათ უშუალო კონკურენტს 15-ქულიანი უპირატესობით აჯობეს.

იტალიაში ქართველი წყვილი კიდევ ერთხელ წარდგა მაყურებლებისა და სპეციალისტების წინაშე თავიანთი ახალი ოლიმპიური პროგრამით.

ქართველი სპორტსმენებისათვის ამ სეზონზე ეს მეორე საერთაშორისო ტურნირი იყო ობერსდორფის შემდეგ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close