fbpx
ქართველები უცხოეთშიკულტურა

ქართული ცეკვები საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა (ვიდეო)

ქართული ხალხური ცეკვები პარიზის რეგიონში, საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. 

ამ აღიარების მოსაპოვებლად, ქართული დიასპორასთან, კერძოდ საფრანგეთში დაფუძნებულ „ქართველთა კულტურის კერა ლაზთან“ თანამშრომლობით, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ასოციაცია „île du MondeЁю

ასოციაციამ პროექტი საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტროში წარადგინა. სპეციალურად შეიქმნა ფილმიც. მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. საფრანგეთმა აღიარა და ამ ჟესტით ოფიციალურად ცნო ქართველ ემიგრანტთა წვლილი.

„ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, დავიცვათ და პოპულარიზაცია გავუწიოთ საფრანგეთში მცხოვრები მიგრანტების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. ჩვენ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს პირველად 2011 წელს შევხვდით. შევხვდით, ასევე, „ქართველთა კულტურის კერა ლაზს“  და მათ ხელმძღვანელებს – დაჩი ჩაგანავასა და ეკა ბოდოკიას, რომლებიც პარიზში ქართულ კულტურას უწევენ პოპულარიზაციას. ჩვენი პირველი თანამშრომლობა 2014 წელს შედგა, როცა ქართული პოლიფონიის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობის სიაში შეტანისთვის ვმუშაობდით. 2017 წელს, ქართულ დიასპორასთან ერთად, უკვე ტრადიციული ცეკვების საკითხზე დავიწყეთ მუშაობა. საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ ორივე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა. პროექტი, ასოციაცია „Île du Monde“-ის მიერ, პარიზში ქართულ დიასპორასთან თანამშრომლობით იყო წარდგენილი“, – ამბობს ასოციაცია „Île du Monde“-ს ხელმძღვანელი სიმონ ტორტორიელო.

„ამ გადაწყვეტილების მიხედვით გამოდის, რომ საფრანგეთმა აღიარა ქართული ემიგრაციის წვლილი საფრანგეთის კულტურის ისტორიაში. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ანა ჭეიშვილი.

საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ საფრანგეთში არსებული ქართული დიასპორის განზრახვის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ.

„ამ ნომინაციას საფრანგეთის ეროვნული კანონმდებლობით ანიჭებენ. ჩვენ მხოლოდ მორალური მხარდაჭერა შეგვიძლია გამოვხატოთ და, ასევე, გამოვხატოთ დიდი სიხარული ამ აღიარებასთან დაკავშირებით“, –  ამბობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს, იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მანანა ვარძელაშვილი.

kutaisipost.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close