რას არ გაიგებ/ფაქტები

ინდოელი ქალი ამტკიცებს, რომ პირველი შვილი 70 წლის ასაკში გააჩინა

ინდოეთში 70 წლის ქალმა ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით შვილი გააჩინა. ამის შესახებ Metro წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯოვუნბენ რაბარისა და მისი 75 წლის ქმრის, მალჯხარისთვის ბიჭი პირველი შვილია. წყვილი 45 წელია დაქორწინებულია. წლების განმავლობაში ისინი ბავშვის გაჩენას ცდილობდნენ, მაგრამ შემდეგ რეპროდუქტოლოგებს მიმართეს.

„როცა ჩვენთან პირველად მოვიდნენ, ვუთხარით რომ ამ ასაკში ბავშვი ვერ გაუჩნდებოდათ, მაგრამ გვიპასუხეს, რომ მათი ოჯახის რამდენიმე წევრმა ეს მოახერხა. ეს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი შემთხვევაა, რომელიც ოდესმე მინახავს“, – განაცხადა ექიმმა ნარეშ ბხანუშალიმ.

გამოცემის ცნობით, წყვილი გუჯარათის შტატის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. რაბარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთების არ აქვს, ამიტომ თავის ასაკს ვერაფრით ადასტურებს, თუმცა ადგილობრივი მედია ადასტურებს, რომ ქალი მართლაც 70 წლისაა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close