რელიგიური ექსპერიმენტი: სიცილიაზე ნათლიები 3 წლით აკრძალეს
სიცილიის კატანიის მუნიციპალიტეტის რომაულ-კათოლიკურმა ეპარქიამ სამი წლით აკრძალა ნათლიების დასახელება ნათლობისას, მიიჩნიეს რა, რომ ახლა ნათლიის წმინდა როლი მეტად საეჭვო გახდა, იუწყება New York Times (NYT).
Part of the Catholic church in Sicily has imposed a three-year prohibition on naming godparents, arguing that the tradition has become merely a way to fortify family ties — and mob ties, too.https://t.co/ASXmB51NZY
— The New York Times (@nytimes) October 16, 2021
ეკლესიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ოდესღაც ისეთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ, როგორიც ბავშვის ნათლიაა, ყოველგვარი სულიერი მნიშვნელობა დაკარგა. ახლა მშობლები, რომლებსაც საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება, ხელსაყრელი კავშირების დამყარება თუ შვილის ძლიერი მფარველით უზრუნველყოფა სურთ, ხშირად ნათლიებად შეძლებულ და გავლენიან პირებს, ზოგჯერ კი მაფიოზებს ირჩევენ.
აკრძალვის ავტორების განმარტებით, მათ აღარ სურთ, შეეგუონ საეჭვო პირების მხრიდან მღვდელმსახურების მიმართ მუქარებს, რომლებიც ნათლიობას ხშირად იყენებენ სოციალური შანტაჟისთვის.
კაფაროს თქმით, რომელსაც ოცი ნათლული ჰყავს, სამღვდელოებამ რაც უნდა თქვას, მაგრამ ის „კეთილსინდისიერად ასრულებს ნათლიის წმინდა მოვალეობას“ და მიაჩნია, რომ ნათლიობის ტრადიციის აკრძალვით ეკლესია „ნაბან წყალს ჩვილსაც აყოლებს“.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვის გამო მშობლებს კატანიიდან მეზობელ ქალაქებში უწევთ წასვლა ბავშვის მოსანათლად, თუმცა იქაც სჭირდებათ ნათლობამდე გარკვეული „შესამოწმებელი პროცედურის“ გავლა. მაგალითად, ქალაქ აჩი-ტრეზას ტაძრის წინამძღვარი ჯოვანი მამინო ნათლიებს წინასწარ ფიცით ამოწმებინებს, რომ მაფიოზური დაჯგუფების წევრები არ არიან.
sputnik-georgia.com
კომენტარები