fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასაზოგადოება

რელიგიური ექსპერიმენტი: სიცილიაზე ნათლიები 3 წლით აკრძალეს

სიცილიის კატანიის მუნიციპალიტეტის რომაულ-კათოლიკურმა ეპარქიამ სამი წლით აკრძალა ნათლიების დასახელება ნათლობისას, მიიჩნიეს რა, რომ ახლა ნათლიის წმინდა როლი მეტად საეჭვო გახდა, იუწყება New York Times (NYT).

ეკლესიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ოდესღაც ისეთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ, როგორიც ბავშვის ნათლიაა, ყოველგვარი სულიერი მნიშვნელობა დაკარგა. ახლა მშობლები, რომლებსაც საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება, ხელსაყრელი კავშირების დამყარება თუ შვილის ძლიერი მფარველით უზრუნველყოფა სურთ, ხშირად ნათლიებად შეძლებულ და გავლენიან პირებს, ზოგჯერ კი მაფიოზებს ირჩევენ.

აკრძალვის ავტორების განმარტებით, მათ აღარ სურთ, შეეგუონ საეჭვო პირების მხრიდან მღვდელმსახურების მიმართ მუქარებს, რომლებიც ნათლიობას ხშირად იყენებენ სოციალური შანტაჟისთვის.

კაფაროს თქმით, რომელსაც ოცი ნათლული ჰყავს, სამღვდელოებამ რაც უნდა თქვას, მაგრამ ის „კეთილსინდისიერად ასრულებს ნათლიის წმინდა მოვალეობას“ და მიაჩნია, რომ ნათლიობის ტრადიციის აკრძალვით ეკლესია „ნაბან წყალს ჩვილსაც აყოლებს“.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვის გამო მშობლებს კატანიიდან მეზობელ ქალაქებში უწევთ წასვლა ბავშვის მოსანათლად, თუმცა იქაც სჭირდებათ ნათლობამდე გარკვეული „შესამოწმებელი პროცედურის“ გავლა. მაგალითად, ქალაქ აჩი-ტრეზას ტაძრის წინამძღვარი ჯოვანი მამინო ნათლიებს წინასწარ ფიცით ამოწმებინებს, რომ მაფიოზური დაჯგუფების წევრები არ არიან.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close